მიგრანტის მიერ პარიზში გადარჩენილი ბიჭის მამას ორწლიანი პატიმრობა ემუქრება

საქართველო, თბილისი - 11:30 | 29.05.2018
ნანახია: 989

მიგრანტ მამუდუ გასამას მიერ პარიზში გადარჩენილი ბიჭის მამას, პატიმრობა ემუქრება. იმის ნაცვლად, რომ მსს ბავშვისთვის ყურადღება მიექცია, მაღაზიაში Pokemon Go-ს სათამაშოდ   წავიდა. ამ დროს მისი ოთხი წლის ბავშვი აივანზე გავიდა და მოაჯირზე აძვრა, ბიჭი სიკვდილს მამუდუმ გადაარჩინა, რომელიც შენობაზე სპაიდერმენივით აცოცდა და ბავშვი გარდაუვალი საფრთხისგან იხსნა.  მამაკაცი მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.

პროკურორის თქმით, ბავშვის მამა განადგურებულია, რადგან გააცნობიერა ის ტრაგიკული შედეგები, რითიც შესაძლოა, ინციდენტი დასრულებულიყო.

ბიჭის მამას ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემურქება. დაკითხვის შემდეგ ის გაათავისუფლეს. სასამართლო მოსმენა სექტემბერში დაიწყება.

მამუდუ გასამას, რომელიც პარიზში რამდენიმე თვის წინ მალიდან ჩავიდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გმირობისთვის ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე