აშშ-ში „ალბერტოს“ ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:25 | 29.05.2018
ნანახია: 1009

ორი ადამიანი დაიღუპა აშშ-ში ტროპიკული შტორმ „ალბერტოს“ შედეგად. ამის შესახებ ტელეარხი NBC-ი იუწყება.
ინციდენტი ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მოხდა. ძლიერი ქარის გამო ხე ავტომობილს დაეცა. მძღოლი და მგზავრი დაიღუპნენ, მოგვიანებით ამერიკულმა ტელეარხმა WYFF-მა დააზუსტა, რომ საუბარი ეხებოდა არხის წამყვანს მაიკ მაკორმიკსა და ფოტოკორესპონდენტს  აარონ სმელცერს. ჟურნალისტები სტიქიის შედეგებს აშუქებდნენ.

სუბტროპიკული შტორმი „ალბერტო“ ფლორიდის სანაპიროებს თავს გუშინ დაატყდა. ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 72 კმ-ს შეადგენს, შტორმს  ძლიერი წვიმა და წყალდიდობაც ემატება.

მანამდე ალაბამას, ფლორიდისა და მისისიპის შტატებმა მოახლოებული შტორმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე