დღეს გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 10:03 | 29.05.2018
ნანახია: 1942

29 მაისს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. მომღერალი ამ მოვლენას მოუთმენლად ელოდება. გიო ხუციშვილი ბოლო რამდენიმე თვეა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობის კურსს გადის - ის მძიმე დაავადებას ებრძვის.

გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიო ხუციშვილის მეგობრები და კოლეგები: ნატო გელაშვილი, ლელა წურწუმია, მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, ნუკრი კაპანაძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, დავით გომართელი, ანსამბლი "ფორტე" და სხვები. შესრულდება მსმენელისთვის კარგად ნაცნობი და ძალიან საყვარელი სიმღერები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე