„ნიუ ჰოსპიტალსის“ პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით ინსულტის „სამი“ ნიშნის შესახებ ცნობიერების ამაღლების სოციალურ კამპანიას ჩაეყარა საფუძველი
საქართველო, თბილისი - 22:30 | 28.05.2018 ნანახია: 2524
სამშაბათს, 29 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, „ნიუ ჰოსპიტალსი“ და „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112“, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების სოციალურ კამპანიასთან დაკავშირებით. ღონისძიებას დაესწრებიან „შსს სსიპ 112-ის“ წარმომადგენელი სალომე გელუტაშვილი, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორი გიორგი რამიშვილი და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიის და ნეირორეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი თემურ მარღანია.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს საზოგადობის ინფორმირება ინსულტის „სამი“ ნიშნის შესახებ. ინსულტის „სამი“ ნიშნის დამახსოვრება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, რამდენადაც ინსულტის ადრეული ამოცნობის შემთხვევაში შესაძლებელია სწრაფი რეაგირება - 112-თან დაკავშირება და პაციენტის ინსულტის ცენტრში გადაყვანა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის შედეგად მოტანილ ზიანს - მუდმივი, მძიმე უნარშეზღუდულობის ან სიკვდილის რისკს. სახელწოდება „სამი“ ინსულტის სამი ნიშნის აბრევიატურას წარმოადგენს და შემდეგნაირად იშიფრება: ს - სისუსტე კიდურებში, ა - ასიმეტრიული სახე, მ - მეტყველების დარღვევა, ი - იჩქარე!
კამპანიის ფარგლებში საზოგადოება შეიტყობს, რომ ინსულტის აღმოჩენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება, რადგან მხოლოდ სპეციალიზირებულ ინსულტის ცენტრში პაციენტის სწრაფად გადაყვანის შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემური თრომბოლიზისით მკურნალობა, რაც იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს. თრომბოლიზისის საშუალებით შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბების დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. თრომბოლიზისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას - ალტეპლაზას გადასხმას გულისხმობს, რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი იშემიური ინსულტის გამომწვევი სისხლის კოლტების დაშლა.
ასევე, „შსს სსიპ 112-ის“ ოპერატორებისთვის ჩატარდება ინსულტის შესახებ სემინარები, რაც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილების მიერ იქნება უზრუნველყოფილი. სემინარები აამაღლებს ოპერატორების ცნობიერებას ინსულტის შესახებ და დაეხმარება მათ მოახდინონ დროული რეაგირება საჭიროების შემთხვევაში.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ თანამშრომლობს სახელმწიფო და კერძო დაზღვევის პროგრამებთან. სწორედ ამ თანამშრომლობის ფაგლებში, განიხილება „პსპ დაზღვევის“ მიერ ინსულტის დაზღვევის დანერგვა, რაც იშემიური ინსულტის დროს პაციენტების თრომბოლიზისით მკურნალობის ხარჯების დაფარვას გულისხმობს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება, რომელიც პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზეა შექმნილი, დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით და აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით. 2017 წლიდან კლინიკაში ფუნქციონირებს სპეციალიზირებული ინსულტის ცენტრი. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური მომსახურების სფეროები მოიცავს მოძრაობის დარღვევების, ეპილეფსიის, ნეირო-ინფექციური, ნეირო-კუნთოვანი და ცერებროვასკულური დაავადებების მკურნალობას. ასევე, ნეირო-რეაბილიტაციის პროცედურებს, ავტონომიურ, ქცევით, ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგიას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















