ბოლო 50 წლის საუკეთესო წიგნები დასახელდა

საქართველო, თბილისი - 15:34 | 28.05.2018
ნანახია: 2310

ბუკერის საერთაშორისო პრემიის სპეციალურმა ჟიურიმ ბოლო 50 წლის საუკეთესო ავტორების სია გამოაქვეყნა. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

ჟიურიმ 1968 წლიდან -  ბუკერის პრემიის დაარსებიდან - ყოველი ათწლეულის თითო საუკეთესო წიგნი დაასახელა. სიაში შევიდა ბრიტანელი მწერალი ჰილარი მენტელი ნაწარმოებით „მგლების დარბაზი“, კანადელი მაიკლ ონდატჯე რომანით „ინგისელი პაციენტი“ და ამერიკელი ჯორჯ სონდერსი ნაწარმოებით „ლინკოლნი ბარდოში“.

 სიაში ასევე მოხვდა ინდოელი წარმოშობის მწერალი ვიდიადჰარ ნაიპოლი წიგნით „თავისუფალ სახელმწიფოში“ და ბრიტანელი პენელოპა ლაივლი რომანით „მთვარის ვეფხვი“.

ბოლო ნახევარი საუკუნის საუკეთესო მწერალს სახალხო კენჭისყრის შედეგად გაარკვევენ, მისი შედეგები ცნობილი 8 ივლისს გახდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე