საქართველოს აქვს ყველაფერი, რათა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 28.05.2018
ნანახია: 940

საქართველოს აქვს ყველაფერი, რათა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, ვარშავაში.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, რომელიც პარასკევს დაიწყო, ორშაბათს ვარშავაში დასრულდება.

"საქართველოს უკვე აქვს ყველაფერი, რათა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

"ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიზუსტებია სამიტის ყველა ელემენტი. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები გამოძებნიან დროს, რათა აღიარონ საქართველოს გზა ნატოში წევრობისთვის“ - დასძინა მან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე