ამერიკის ქალაქი ელიკოტი დატბორვის გამო კატასტროფის მოლოდინშია (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:56 | 28.05.2018
ნანახია: 894

ძლიერი წვიმის შედეგად ამერიკის მერილენდის შტატის ქალაქი ელიკოტი წყალმა დაფარა. ამის შესახებ გამოცემა Baltimore Sun-ი წერს.

გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ წყლის ძლიერი ნაკადი დიდი სიჩქარით ქალაქის ქუჩებში მიედინება და შენობების პირველ სართულებს მთლიანად ფარავს და მეორე სართულებამდეც აღწევს.

აშშ-ის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ვითარებას უკიდურესად საშიში და პოტენციურად კატასტროფული უწოდა.

 „უნდა გადაინაცვლოთ შენობების რაც შეიძლება მაღალ ადგილებში და შორს დარჩეთ იმ ტერიტორიებისგან, საითაც წყალი მიემართება“, - ნათქვამია სამსახურის მიმართვაში.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ქალაქი ელიკოტი 1772 წელს დაარსდა. დღეისათვის იქ 70 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.






პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე