სასამართლომ ტრამპმს Twitter-ში გამომწერების დაბლოკვა აუკრძალა

საქართველო, თბილისი - 16:39 | 24.05.2018
ნანახია: 947

ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მისი მისამართით კრიტიკის გამო Twitter-ში გამომწერების დაბლოკვა აუკრძალა.

სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მეთაურის მიკრობლოგი საჯარო ფორუმია, მასთან წვდომის შეზღუდვა კი მოქალაქეების უფლებებს არღვევს  კონსტიტუციის პირველ შესწორებას ეწინააღმდგება, რომელიც სიტყვის თავისუფლების გარანტიას წარმოადგენს. ამასთან სასამართლოს ტრამპისგან არ მოუთხოვია იმ მომხმარებლებისთვის ბლოკის მოხსნა, რომლებსაც მის Twitter-თან წვდომა სასამართლო სხდომამდე შეეზღუდათ.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვტილებას არ ეთანხმება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამერიკის ლიდერს უფლება აქვს თვითონ აირჩიოს საკუთარი სოციალური ქსელის აუდიტორია. ტრამპის ადვოკატებს აპელაციისთვის 60 დღე აქვთ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე