თვითმფრინავს აფრენის დროს დეტალები მოსძვრა

საქართველო, თბილისი - 15:34 | 24.05.2018
ნანახია: 1244

იაპონური ავიაკომპანია JAL-ის თვითმფრინავი კუმამოტოს აეროპორტში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც აფრენის დროს დეტალები მოსძვრა.

მედიის ცნობით, ბორტზე მყოფთაგან არავინ დაშავებულა, თუმცა პოლიცია დეტალების ჩამოვარდნის გამო შესაძლო ზიანის შეფასებას იწყებს.

ერთ-ერთი დეტალის ჩამოვარდნის შემდეგ დაზიანდა ადგილობრივი კლინიკის ფანჯრები. აფრენის შემდეგ ეკიპაჟმა მარცხენა ძრავში უცნაური ვიბრაცია შენიშნა.

ეს მიმდინარე კვირის განმავლობაში იაპონიაში უკვე მეორე ინციდენტია. სამი დღის წინ  ავიაკომპანია ANA-ს ავიალაინერის Boeing-767-ის ბორტზე დაკვამლიანება მოხდა. რის შემდეგაც მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე