შემდეგი პრეზიდენტი იქნება ინტელექტუალი, განათლებული - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 10:30 | 23.05.2018 ნანახია: 1024
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი საკუთარ ადმინისტრაციას დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აჟღერებინებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„პირდაპირ ვიტყვი, როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უზრდელური გამონათქვამით გამოდის თვითონ პრეზიდენტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, არ შეიძლება, პრეზიდენტი ასეთ როლში იყოს.
„ნაცვლად ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, რომლებსაც აჟღერებინებს ხოლმე პრეზიდენტი თავის ადმინისტრაციას და მე პირდაპირ ვიტყვი, როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უზრდელური გამონათქვამით გამოდის თვითონ პრეზიდენტი. როცა ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, ანა დოლიძე და ასე შემდეგ, როდესაც ისინი შეურაცხყოფას აყენებენ დეპუტატებს, სხვა პოლიტიკოსებს, ამ დროს შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტი ამ ადამიანებს. პრეზიდენტი არ შეიძლება, ასეთ როლში იყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა უკვე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, იქნება ინტელექტუალი, იქნება განათლებული და ასეთი ადამიანი ვერ გააკეთებს იმას, რაც არის, სამწუხაროდ, ჩამოყალიბებული პრაქტიკა დღევანდელ რეალობაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას ვერ გაუწევს.
„რაც შეეხება გამარჯვებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულმა საზოგადოებამ უკვე გააკეთა რამდენიმე არჩევანი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის, ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, საზოგადოება, მისი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არ არის საუბარი თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ ამომრჩეველზე, ყველას აქვს თავისი არჩევანი და ჩვენ თითოეული ამომრჩევლის არჩევანს, ბუნებრივია, პატივს ვცემთ, თუმცა, გამოჩნდა ის, რომ ქართული საზოგადოება დგას „ქართულ ოცნებასთან“ და ის ახდენს იმ კურსის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ჩამოყალიბებული „ქართული ოცნების“ მიერ“,-განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















