ავარიული დაშვებისას Airbus 330-ის 52 მგზავრი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 16:28 | 22.05.2018
ნანახია: 996

საუდის არაბეთის ავიაკომპანია Saudia-ს თვითმფრინავის Airbus 330-ის ავარიული დაშვების შედეგად 52 მგზავრი დაშავდა. ლაინერი მედინადან ბანგლადეშის დედაქალაქში მიფრინავდა.
როგორც კომპანიაში განმარტეს, ფრენის დროს საჰაერო ხომალდს ჰიდრავლიკურ სისტემაში პრობლემა შეექმნა, რის გამოც თვითმფრინავი იძულებული გახდა, მარშრუტი შეეცვალა და ჯიდას აეროპორტში დაშვებულიყო. ლაინერი წინა შასის გახნის გარეშე ასაფრენი  ზოლის ბოლოს გაჩერდა.

მგზავრები თვითმფრინავიდან ავარიული გასაბერი ტრაპის მეშვეობით, გამოიყვანეს. 52-მა მგზავრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

თვითმფრინავის ბორტზე 141 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე