გერმანიამ კარლეს პუჩდემონი შესაძლოა ესპანეთს გადასცეს

საქართველო, თბილისი - 15:29 | 22.05.2018
ნანახია: 945

გერმანიის შლეზვინგ-გოლშტაინის ოლქის გენერალური პროკურატურას კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუჩდემონის ესპანეთისთვის გადაცემა სურს. ამის შესახებ ტელეარხი n-tv-მი უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.
„ეს გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ ესპანეთის მოთხოვნის შემოწმების შედეგია“, - განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.

პუჩდემონი ბელგიაში ესპანეთიდან ოქტომბრის ბოლოს კატალონიის პარლამენტის მიერ რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ  გაიქცა. ესპანეთის ხელისუფლებამ მას ამბოხების ორგანიზებასა და სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ბრალი დასდო და მის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა.

25 მარტს ის გერმანიაში დააკავეს, თუმცა 5 აპრილს გირაოთი გაათავისუფლეს ექსტრადიციის საკითხის განხილვის პერიოდში ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე