არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობისთვის მღვდელს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 14:50 | 22.05.2018
ნანახია: 855

არგენტინის სასამართლომ კათოლიკე სასულიერო პირს 25-წლიანი პატიმრობა შვიდი არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობისთვის მიუსაჯა. ამის შესახენ სააგენტო France Presse იუწყება.

 57 წლის იუსტო ხოსე ილარასი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სასულიერო სემინარიას ქალაქ პარანში.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ 13-14 წლის ბიჭები მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი 1985-1993 წლებში გახდნენ. გამომძიებლები აღნიშნავენ, რომ დაზარალებულების რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს რადგან არ არის გამორიცხული რომ ბევრი მათგანი სიმართლეს არ ამხელდეს.

ილარასი სემინარიიდან 2012 წელს დაითხოვეს, მაგრამ მას ჩრდილოეთ არგენტინაში ღვთისმსახურების  ნება დართეს. დაზარალებულებმა ეს შეურაცხყოფად მიიღეს და სასამარათლოს მიმართეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე