შარლიზ ტერონი სექსუალური შევიწროების შესახებ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 14:00 | 22.05.2018
ნანახია: 3253

42 წლის შარლიზ ტერონი ახალ ფილმში ჟურნალისტ მეგინ კელის როლს შეასრულებს. ფილმის სიუჟეტს საფუძვლად დაედო სექს-სკანდალი, რომელიც 2016 წელს ტელერახ Fox News-ის დამფუძნებლის როჯერ ეილსის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშუალებას ეხება.

როჯერ ეილსი არხის გენერალური დირექტორი 1996 წელს გახდა, მაგრამ 20 წლის შემდეგ მას თავისი პოტის დატოვება სექს-სკანდალის გამო  მოუწია. ჟურნალისტმა გრეტჩენ კარლსონმა  ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. გოგონას აღიარებით, მან ეილსს ინტიმურ კავშირზე უარი უთხრა, რის გამოც ის სამასახურიდან დაითხოვეს.

კარლსონმა Fox News-ს ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივლა. მან კომპენსაციის სახით 20 მლნ დოლარის მიღებაც მოახერხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე