ტრამპი მზად არის კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე უარი თქვას

საქართველო, თბილისი - 12:30 | 22.05.2018
ნანახია: 914

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე უარი თქვას. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტელეარხ Fox News-თან  ინტერვიუში განაცხადა.

 „კიმ ჩენ ინი ძალიან შეცდა, თუ კი იფიქრა, რომ ტრამპთან თამაში შეუძლია“, - აღნიშნა მან.

შეკითხვაზე შესაძლოა თუ არა ვაშინგტონმა ფხენიანთან სამიტი გააუქმოს. პენსმა უპასუხა, რომ „ეს შეკითხვა არ არის“.

აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის სამიტი სინგაპურში 12 ივნისს არის დანიშნული. თუმცა 16 მაისს ფხენიანში აღნიშნეს, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთკორეა-აშშ-ის სამიტში მონაწილეობის საკითხს გადახედონ. ეს უკავშირდება იმას, რომ ჩრდილოეთ კორეას არ სურს მოლაპარაკება გამართოს იმ ქვეყანასთან რომელიც მათი აზრით, ბირთვულ იარაღზე უარის თქმას ცალმხრივად მოითხოვს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე