ინდონეზიაში ვულკანის გაღვიძების გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:53 | 22.05.2018
ნანახია: 775

ვულკანმა "მერაპმა" ინდონეზიის კუნძულ იავაზე დღეს დილით ფერფლი 3,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე ამოისროლა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

ვულკანის გააქტიურებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ვულკანოლოგიის სააგენტოებმა მისი სიმძიმის საშიშროების დონე ორამდე გაზარდეს.

„გუშინ ღამიდან დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება“ - იუწყებიან ადგილობრივი სააგენტოები. მათი ცნობით, დაახლოებით 660-მდე ადამიანია გასახლებული ტერიტორიიდან.

ვულკანი "მერაპი" ინდონეზიის ყველაზე აქტიურ ვულკანად მიიჩნევა, რომელიც კუნძულ იავაზე მდებარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე