ბარაკ და მიშელ ობამები Netflix-თვის ფილმებს გადაიღებენ

საქართველო, თბილისი - 11:40 | 22.05.2018
ნანახია: 908

აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი კომპანია Netflix-თვის სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას პროდიუსერობას გაუწევენ. ცოლ-ქმარმა რამდენიმეწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ისინი ასევე გამოუშვებენ მხატვრულ და დოკუმენტურ სერიალებსა და სატელევიზიო შოუებს დაამზადებენ.

ობამა იმ თემების შესახებ დისკუსიების მოდერატორი გახდება, რომლებიც მისი პრზეიდენტობის დროს იყო აქტუალური. თემების სფერო საკმაოდ ფართოა - სამედიცინო დაზღვევა, საარჩევნო უფლება, იმიგრაცია, საგარეო პოლიტიკა, კლიმატის ცვლილება. მიშელ ობამა გააშუქებს საკითხებს, რომლებიც მან თეთრ სახლში წინ წამოსწია.

ამასთან ცოლ-ქმარს არ სურს შოუები ახლანდელი პრეზიდენტის კრიტიკისთვის გამოიყენოს. მათ მიზანს მხოლოდ შთამაგონებელი ისტორიების გაშუქება წარმოადგენს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე