ბაქოში კაფეში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 22.05.2018
ნანახია: 882

ბაქოში კაფეში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქება ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ბაზრობაზე  მდებარე კაფეში მოხდა.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აფეთქების დროს ადგილზე ორი ადამიანი დაიღუპა. ორი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. საგანგებო სამსახურის ცნობით, ინციდენტი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე