ფრანსუა ოლანდმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 01.12.2015
ნანახია: 1621

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კონფერენციის ფარგლებში, პარიზში გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი COP21-ში საფრანგეთის პრეზიდენტის პირადი მიწვევით მონაწილეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე