პოლიციელებმა ავტომობილის დევნის დროს 2 წლის გოგონა მოკლეს

საქართველო, თბილისი - 16:35 | 18.05.2018
ნანახია: 1125

ბელგიაში ავტომობილის დევნის დროს, რომელშიც მიგრანტები იმყოფებოდნენ, პოლიციელებმა შემთხვევით ორი წლის გოგონა მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი RTBF ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ტრაგედია ქალაქ მონსთან მოხდა. სატვირთო ავტომობილში 30-მდე მიგრანტი იჯდა. მედიის ცნობით, ტყვია ბავშვს სახეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, თავდაპირველად პროკურატურამ ეს ვერსია უარყო, მაგრამ პათოლოგოანატომიური კვლევის შემდეგ აღნიშნული ფაქტი დადასტურდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე