ტრამპის გოლფის კლუბთან სროლის ხმა ისმოდა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 18.05.2018
ნანახია: 1096

ერთი ადამიანი დააკავეს ფლორიდის შტატში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კუთვნილი გოლფის კლუბთან მომხდარი სროლის შედეგად.

როგორც ქალაქ დორალის პოლიცია იტყობინება, სამართალდამცველებმა მსროლელი დააკავეს. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა უცნობია.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის მიზეზები დგინდება.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე