სკოლას საბრძოლო მასალებით დატვირთული კონტეინერი დაეცა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 18.05.2018
ნანახია: 1060

ამერიკულმა სამხედრო ვერტმფრენმა საბრძოლო მასალით დატვირთული კონტეინერი  ტეხასის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში შემთხვევით ჩააგდო. კონტეინერმა სკოლის სახურავი დააზიანა. ტელეარხ Fox News-ის ცნობით, იმ მომენტისთვის სკოლაში გაკვეთილები უკვე დამთავრებული იყო და მოსწავლეები შენობაში არ იმყოფებოდნენ. არავინ დაშავებულა. თუმცა მომხდარის გამო სკოლას ელექტრომომარაგება შეუწყდა.

საბრძოლო მასალას ფორტ ბლისის (ტეხასი) სამხედრო პოლიციას დაუბრუნებენ. სამხედრო ბაზა გადახედავს ფრენების მარშრუტებს, რათა ასეთი სიტუაცია მომავალში აღარ განმეორდეს. ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე