ტრამპმა ყველა იმ პირის დასჯის პირობა დადო, ვინც მაკკეინის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლიდან გაიტანა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 15.05.2018
ნანახია: 1096

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა იმ პირის დასჯის პირობა დადო, ვინც თეთრი სახლიდან სენატორ ჯონ მაკკეინის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაჟონვაშია დამნაშავე.

 „ე.წ. გაჟონვები თეთრი სახლიდან ეს ძალიან დიდი გადაჭარბებაა, რომელიც ფეიკურმა მედიამ ზედაპირზე ამოიტანა, რათა ჩვენ მაქსიმალურად ცუდად წარმოვეჩინეთ. ნათქვამის გათვალისწინებით, გაჟონვის ავტორები მოღალატეები და მხდალები არიან და ჩვენ მათ ვიპოვით და გავიგებთ ვინც არიან!“ - დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“.

2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს გლიობლასტომა - თავის ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმა დაუდგინდა. სენატორმა აღიარა, რომ არ იცის კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწმემ სარა სედლერმა მას შემდეგ რაც სენატორმა ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს  დირექტორის პოსტზე ჯინა ჰასპელის დანიშვნა გააპროტესტა,  მაკკეინზე „იხუმრა“ და განაცხადა, რომ სენატორის აზრის გათვალისწინება არ ღირდა, რადგან ის უკვე „,მკვდარია“.

ამ ინციდენტის შემდეგ კი თერთრმა სახლმა მოსალოდნელი საკადრო ცვილებების შესახებ განაცხადა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე