ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:42 | 14.05.2018
ნანახია: 970

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ფაშინიანს პრემიერ-მინისტრის პოზტე არჩევა მიულოცა და იმედი გამოთქვა ორი ქვეყნის პროდუქტიული თნაშრომლობის შესახებ. სომხეთის პრემიერმა თავის მხრივ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 „ეჭვს ქვეშ არ არის რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის აუცილებლობა“,-  განაცხადა სომხეთის პრემიერმა და აღნიშნა, რომ რუსეთდან სომხეთში ტურისტების რაოდნეობა მკვეთრად გაიზარდა, რაც ძალიან სასიამოვნოა.

ფაშინიანის თქმით, მთავრობაც და საზოგადოებაც აფასებს რუსეთის მიერ დაკავებულ ძალიან კონსტრუქციულ პოზიციას სომხეთის პოლიტიკური კრიზისის დროს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე