იორდანია იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გახსნას გმობს

საქართველო, თბილისი - 16:10 | 14.05.2018
ნანახია: 871

იორდანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნა გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო რეზოლუციების უხეში დარღვევაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის დეკემბერში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და იქ ამერიკის საელჩოს გადატანის შესახებ განაცხადა.

ტრამპის გადაწყვეტილებამ პალესტინელბსა და არაბული სამყაროს რიგ ქვეყნებში პროტესტი გამოწვია. იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონია დღეს ისრაელის შექმნის 70-ე წლისთავზე გაიმართება.

ისრაელი იერუსალიმს თავის ერთადერთ და განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს. მათ შორის მის აღმოსავლეთ რაიონებსა და ოსტორიულ ცენტრს.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე