აკაკი ზოიძეს ბერას კლიპები მოსწონს, მაგრამ ლეგალიზაციის მომხრე არ არის

საქართველო, თბილისი - 15:21 | 14.05.2018
ნანახია: 857

უმრავლესობის წარმომადენელი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მას ბერას კლიპები ძალიან მოსწონს, მაგრამ ნარკოტიკების ლეგალიზაციას მხარს არ უჭერს. არგუმენტად კი იმ ფაქტორს ასახელებს, რომ საზოგადოება არ არის ამისთვის მზად. ის განმარტავს, რომ პორტუგალიაშიც კი, სადაც 20 წლის წინ მოხდა ნარკომომხმარებლების დეკრიმინალიზაცია, ლეგალიზაციაზე საუბარი მხოლოდ ახლა იწყება.

„ლეგალიზაციის მომხრე არ ვარ. გამოსავლი არის ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და ნარკორეალიზატორებთან დაუნდობელი ბრძოლა“ - აცხადებს აკაკი ზოიძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე