იერუსალიმში აშშ-ის საელჩო იხსნება

საქართველო, თბილისი - 11:38 | 14.05.2018
ნანახია: 850

იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას 800-მდე ადამიანი მიიღებს. ამერიკის ოფიციალურ დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანი უხელმძღვანელებს.

ამის გარდა, საელჩოს გახსნას ასევე დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე პრეზიდნტის უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცერემონიაზე არ იქნება.  

საელჩო არნონის რაიონში განთავსდა, სადაც ადრე აშშ-ის გენერალური საკონსულო მდებარეობდა.

ცერემონიასთან დაკავშირებით იერუსალიმში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, რადგან პალესტინის ლიდერები თანამოქალაქეებს „მასობრივი რისხვის დღისკენ“ მოუწოდებენენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის დეკემბერში  ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და იქ თელ-ავივიდან ამერიკის საელჩოს გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე