მადლობა პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ – არ მომხდარიყო დაპირისპირება ორ აქციას შორის - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 11:20 | 14.05.2018
ნანახია: 705

გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მე მადლობა მინდა სპეციფიურად ვუთხრა პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ – არ მომხდარიყო დაპირისპირება ორ აქციას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე „კვლევების როლი დეზინფორმაციასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში“ განაცხადა.

„გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მე მადლობა მინდა სპეციფიურად ვუთხრა პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ – არ მომხდარიყო დაპირისპირება ორ აქციას შორის. მადლობა ვუთხრა იმ მძიმე სამუშაოსთვის, რომელიც მათ ევალებოდათ და შეასრულეს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, 12-13 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები 12 მაისს, კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე