გახარია მზად არის დეპუტატების კითხვებს პასუხი გასცეს - მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 09:49 | 14.05.2018
ნანახია: 685

გიორგი გახარიას პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, მინისტრი მზად არის დეპუტატების ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

თუმცა, ზუსტი თარიღი, თუ როდის მივა შს მინისტრი  საკანონმდებლო ორგანოში ამ ეტაპზე უცნობია.

მამუკა მდინარაძის თქმით, ჩატარდება გაერთიანებული კომიტეტის სხდომა და კითხვების დასმის საშუალება ყველა დეპუტატს ექნება. 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე