ბიძინა ივანიშვილი: ვიგრძენი, რომ ჩემ მიერ შექმნილი პარტია დაშორდებოდა ხალხს და ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება

საქართველო, თბილისი - 18:20 | 11.05.2018
ნანახია: 799

მე ვიგრძენი, რომ ჩემ მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში დაშორდებოდა ხალხს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

"ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება, დიახ, მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე