ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობაზე მივიდა

საქართველო, თბილისი - 17:06 | 11.05.2018
ნანახია: 704

შენობაში შესვლამდე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომენტარს ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ყრილობას მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

ცნობისთვის, ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ.

როგორც ცნობილია, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება და ის ამ პოზიციაზე გიორგი კვირიკაშვილს შეცვლის. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე