ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:23 | 11.05.2018
ნანახია: 874

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართება. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა.

 „ჩემი და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, რომელსაც ბვერი ელოდება, სინგაპურში 12 ივნისს გაიმართება. ორივე შევეცდებით ეს მომენეტი განსაკუთრებული გავხადოთ მთელს მსოფლიოში მშვიდობისთვის!“ - დაწერა ტრმპმა „ტვიტერში“.

ტრამპმა და კიმმა შეხვედრის თემა მარტში განიხილეს. შეხვედრის გამართვა ამერიკის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა შესთავაზა.

ამ დრომდე აშშ-ის არცერთი პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის რომელიმე ლიდერს არასდროს შეხვედრია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე