ბიძინა ივანიშვილი დღეიდან “ქართულ ოცნებას“ უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 09:55 | 11.05.2018
ნანახია: 1451

ბიძინა ივანიშვილი დღეიდან “ქართულ ოცნებას“ თავმჯდომარის რანგში უხელმძღვანელებს.

ყოფილი პრემიერი ამ პოზიციაზე გიორგი კვირიკაშვილს შეცვლის.

მმართველი პარტიის რიგით მე-5 ყრილობის პირველი ნაწილი სრულად დახურული იქნება. მედია მხოლოდ მმართველი პარტიის ყრილობის მეორე ნაწილს დაესწრება, როდესაც ბიძინა ივანიშვილს თავმჯდომარედ აირჩევენ და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის მეორედ მოსვლა  გუნდში არსებულ დაპირისპირებას დაასრულებს.

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები ყრილობის შემდეგ დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე