„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი სირიის აღმოსავლეთით იმალება - მედია

საქართველო, თბილისი - 14:24 | 10.05.2018
ნანახია: 878

 

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიის აღმოსავლეთით თავის ვაჟთან და სიძესთან ერთად იმალება. ამის შესახებ გაზეთი Al Sharq Al Awsat-ი ერაყის თავდაცვის უწყების წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის წყაროს თქმით, ალ-ბაღდადი ერაყის საზღვართან იმ რაიონებში იმალება, სადაც ჯერ კიდევ გავლენას ინარჩუნებს. წყაროს თქმით, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ინკოგნიტოდ 4-5 ადამიანის გარემოცვით გადაადგილდება.

რამდენიმე დღის წინ ტელერახი Fox News-ი იტყობინებოდა, რომ ალ-ბაღდადი ერაყის საზღვართან მდებარე  ჰაჯინში იმყოფება.

ალ-ბაღდადი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი  ძებნილია. მის სანაცვლოდ ვაშინგტონმა 25 მლნ დოლარის ჯილდო დააწესა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე