გერმანიის სასამართლომ მასწავლებელს სკოლაში ჰიჯაბით სიარული აუკრძალა

საქართველო, თბილისი - 12:30 | 10.05.2018
ნანახია: 949

გერმანიის სასამართლომ მასწავლებელს სკოლაში ჰიჯაბით სიარული აუკრძალა. ამის შესახებ bbc-ი იტყობინება. მასწავლებლებს გასაჩივრებული ჰქონდათ კანონი, რომელიც გერმანიაში საჯარო სამსახურებში თანამშრომლებს რელიგიური სიმბოლიკის გამომსახველი ტანსაცმლით სიარულს უკრძალავს.

სასამართლომ დაასკვნა, რომ კანონი, რომელიც მასწავლებლებს, პოლიციელებსა და სასამართლოს თანმშრომლებს უკრძალავს ჰიჯაბების ჩაცმას, ქვეყნის კონსტიტუციას შეესაბამება.

გერმანიის 16-ვე ოლქი დამოუკიდებლად წყვეტს შეუძლიათ თუ არა მასწავლებლებს სკოლაში ჰიჯაბებით სიარული.

მთელს ქვეყანაში აკრძალულია სამსახურში ფარანჯის ტარება, მაგრამ ჰიჯაბის ჩაცმის საკითს, რომელიც სახეს არ ფარავს, ოლქები დამოუკიდებლად წყვეტენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე