უკრაინიდან რუსი ჟურნალისტები გააძევეს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 09.05.2018
ნანახია: 993

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნიდან ტელეარხ „როსიასა“ და პირველი არხის ჟურნალისიტები გააძევეს. მათ უკრაინაში შესვლა სამი წლით აუკრძალეს. ამის შესახებ უწყების პრეს-სამსახურმა განაცხადა.

უწყების ცნობით, ჟურნალისტები კიევში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი დღესასწაულების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ.

 უკრაინის უსფართხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ჟურნალისტები გადაღებული ვიდეომასალის გამოყენებას მსოფლიო თანამეგოვბრობის თვალში უკრაინის დისკრედიტაციისათვის და მოსახლეობაში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის აპირებდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე