ტურისტმა სანაპიროზე გამორიყული დელფინი მოიპარა

საქართველო, თბილისი - 15:30 | 09.05.2018
ნანახია: 1011

ჩინეთში ჰაილინის კუნძულზე უცნაური ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა ტურისტმა სანაპიროზე გამორიყული დელფინი მოიპარა.

თვითმხილველთა თქმით, მამაკაცმა ქვიშაზე გამორიყული მომაკვდავი დელფინი იპოვა. თუმცა იმის ნაცვლად რომ ის წყალში დაებრუნებინა ან სანაპირო დაცვა გამოეძახა, ძუძუმწოვარი ზურგზე მოიგდო და თავის ავტომობილში მოათავსა.

სანაპიროზე მყოფმა დამსვენებლენმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობეს. ამ მომენტისთვის დელფინის ქურდ  ტურისტს  ქვეყნის კანომდებლობის დარღვევისთვის ეძებენ. ჩინეთში დელფინები ცხოველთა განსაკუთრებით დაცულ სახეობას მიეკუთვნებიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე