მსოფლიოში პირველი კიტრის მაღაზია ჰელსინკში გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 14:48 | 09.05.2018
ნანახია: 1206

მსოფლიოში პირველი კიტრის მაღაზია ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გაიხსნა. მაღაზიაში მხოლოდ კიტრი გაიყიდება.

 „ჩვენი მისია იმაში მდგომარეობს, რომ ხაზი გავუსვათ ევროკავშირში კიტრის პრობლემას. კიტრით ვაჭრობა მკაცრად რეგულირდება ევროკავშირის ნორმებით. ვცდილობთ, ამ სახით  საზოგადოებას შევახსენოთ ასეთი პრობლემის შესახებ“, - განაცხადა სავაჭრო კომპანიის წარმომადგენელმა მაიკლ გრენფორსმა.  

ამ მაღაზიის გახსნით იდეის ავტორებს ასევე სურთ ადამიანებს კარგი განწყობა შეუქმნან.

„გვსურს, რომ ჩვენთან შემოსულმა ადამიანებმა გაიღიმონ და მაღაზიიდან პოზიტიური განწყობით წავიდნენ“, - აღნიშნა გრენფორსმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე