ირანელმა დეპუტატებმა ამერიკის დროშა დაწვეს

საქართველო, თბილისი - 13:25 | 09.05.2018
ნანახია: 1118

ირანის პარლამენტის დეპუტატებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკის ქაღალდის დროშა დაწვეს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი იუწყება.

ამის გარდა დეპუტატები სკანდირებდნენ ლოზუნგს  „სიკვდილი ამერიკას!“. სააგენტო აღნიშნავს, რომ ასეთი ლოზუნგი სხვა დღეებშიც ხშირად ისმის ირანის პარლამენტის კედლებში.

მეჯლისის თავმჯდომარემ ალი ლარიჯანიმ ამერიკის ლიდერის გადაწყვეტილებას „დიპლომატიური შოუ“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ პირობებში თეირანი ვალდებული არ არის თავისი მოვალეობები შეასრულოს. მისი თქმით, ვაშინგტონის გასვლა ბირთვული შეთანხმებიდან მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე