აქცია „უკვდავი პოლკის" გამართვა მიუღებელია - გიორგი კანდელაკი

საქართველო, თბილისი - 13:04 | 09.05.2018
ნანახია: 804

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით. საქართველოში აქცია „უკვდავი პოლკის" გამართვა მიუღებელია.

მისი თქმით, ეს არის ჰიბრიდული ომი, როცა ისტორიის მანიპულირებით რუსები ცდილობენ მიაღწიონ თავიანთ გეოპოლიტიკურ ინტერესებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

"სწორედ ამიტომ, ასეთი ორგანიზაციები, ღონისძიებები უკრაინაში, ბალტიისპირეთში, პოლონეთში, ჩეხეთში აკრძალულია და ნებისმიერი მცდელობა მსგავსი ღონისძიებების გამართვისა აღიკვეთება", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე