რუსული პროპაგანდა შემაშფოთებელია - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 11:31 | 09.05.2018
ნანახია: 776

რუსული პროპაგანდა შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საბჭოთა სიმბოლიკებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აქტიური მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი რისკების პრევენცია მოხდეს.

„რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა არის შემაშფოთებელი და აქტიური მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი რისკების პრევენცია მოხდეს. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ რეჟიმში, როდესაც არის ოკუპირებული ორი ჩვენი ისტორიული რეგიონი, ასეთი პროპაგანდა პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ პროპაგანდის თვალსაზრისით საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე