ჩვენმა წინაპრებმა დაამარცხეს ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა- პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 11:21 | 09.05.2018
ნანახია: 664

ჩვენმა წინაპრებმა დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობისა და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელიც ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მივიდა.

პრეზიდენტმა ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობისა და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც ემუქრებოდა კაცობრიობას.

თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას იღებდა, დიდი მადლობა და პატივისცემა. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ ასი წლის და ას წელზე უფრო უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

მათ დაამარცხეს არამხოლოდ ფაშიზმი, მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე