გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერად არჩევა მიულოცა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 08.05.2018
ნანახია: 779

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერად არჩევა მიულოცა.

მილოცვის წერილი მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრად ახლად არჩეულ ნიკოლ ფაშინიანს. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს თქვენს მომავალ საქმიანობაში. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს და გვერდით უდგას მოძმე სომხეთს. მჯერა, ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე კავშირები და მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში“, – წერია მილოცვაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე