ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ძალადობაში დადანაშაულების გამო თანამდებობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 17:07 | 08.05.2018
ნანახია: 852

ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორი ერიკ შნეიდერმანი, რომელიც პროდიუსრ ჰარვი ვაინშტაინის საქმეს სექსუალური ძალადობის შესახებ იძიებდა, გადადგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალ The New Yorker-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ოთხმა ქალმა ის საწოლში ცემისთვის დაადანაშუალა.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩემი მისამართით გაისმა სერიოზული ბრალდებები, რომლებსაც კატეგორიულად უარვყოფ. იმის მიუხედავად, რომ ეს ბრალდებები არ უკავშირდება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და სამსახურეობრივი მოვალეობის შერულებას, არ მომცემს საშუალებას ეფექტურად ვუხელმძღვანელო გენერალურ პროკურტურას ამ კრიტიკულდ საჭირო დროს“- განაცხადა შნეიდერმანმა.

შნეიდერმანმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ არასდროს არავინ უცემია და სექსიც არავისთვის დაუძალებია. „ეს ზღვარია, რომელსაც არასდროს გადავაბიჯებ“, - წერს ის. შნეიდერმანის თქმით, ინტიმურ ურთიერთობების დროს ის სექსის სხვადასხვა სახეობით მხოლოდ ორმხრივი თანხმობის საფუძველზე კავდებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე