იტალიელი ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 700-ზე მეტი რეისი გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 16:35 | 08.05.2018
ნანახია: 909

იტალიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 700-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გაფიცვა ერთდროულად რამდენიმე პროფკავშირმა გამოაცხადა. გაფიცულთა ერთმა ნაწილმა მუშაობა ადგილობრივი დროით დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე შეაჩერა, მეორე ნაწილმა კი 13-დან 17 საათამდე.

გაფიცვა შეეხო მსხვილი ქალაქების აეროპორტებს - რომს, მილანს, ნეაპოლს, ვენეციასა და ბოლონიას. ქვეყნის წამყვანმა ავიაგადამყვანმა Alitalia-მ 200-ზე მეტი რეისი გააუქმა. ამის გარდა გაუქმდა ავიაკომპანიების Ryanair-ის, EasyJet-ისა და British Airways-ის რეისებიც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე