პუტინმა ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა

საქართველო, თბილისი - 15:01 | 08.05.2018
ნანახია: 844

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევასთან დაკავშირებით მისალოცი დეპეშა უკვე გაუგზავნ ა.

დღეს საპროტესტო აქციების ორგანიზიტორი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პარლამენტმა არჩვნების მეორე ტურში პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. მას  მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, 45-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

ფაშინიანის პრემიერად არჩევა მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხარდაჭერის შედეგად მოხერხდა.

პირველ ტურში, რომელიც 1 მაისს გაიმართა, ნიკოლ ფაშინიანს მხარი მხოლოდ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე