ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 14:33 | 08.05.2018 ნანახია: 1029
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დელეგაცია მიიღო.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს ვიზიტისთვის, ასევე, 2018 წლის 25 აპრილს, ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) სხდომაზე სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში უსაფრთხოების ვითარების განხილვისა და ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა, რომლის დროსაც, ევროპარლამენტარებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას. მისი შეფასებით, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი ძლიერი სიგნალი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ჩვენი ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებზეც და განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია, უპირველესად, ქართველი ხალხის ფასეულობებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის პარალელურად, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა იზრდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, როგორც ერთ-ერთ მთავარ მიღწევას. ირაკლი კობახიძის თქმით, ვიზალიბერალიზაცია, პრივილეგიასთან ერთად, არის პასუხისმგებლობაც და საქართველოს პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან სიკეთეს საფრთხე არ დაემუქროს.
ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრთა განცხადებით, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები მათი ყურადღების საგანია. დელეგაციის წევრთა თქმით, ევროპარლამენტში თანხმდებიან, რომ საქართველო არის წამყვანი დემოკრატია რეგიონში და მის განვითარებასა და სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, არსებული კომპლექსური რეგიონული გარემოს მიუხედავად, საქართველო სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. მისივე თქმით, მიუხედავად პრაგმატული პოლიტიკისა, რომელსაც საქართველო რუსეთის ფედერაციის მიმართ ახორციელებს, რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაციას. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მკვეთრად უარესდება ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და ჰუმანიტარული ვითარება, რაც კიდევ ერთხელ, ცხადყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ" გააცნო. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მიეცემა შესაძლებლობა, სრულად განახორციელოს მანდატით დაკისრებული ვალდებულება.
შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმასა და კონსტიტუციის მერვე თავზე, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირა ყველა სტრატეგიულმა პარტნიორმა და ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ. მისივე თქმით, მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მიმართულებით.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















