დედოფალ ელისაბედის ნაციონალურ პარკში ლეოპარდმა 3 წლის ბიჭი შეჭამა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 08.05.2018
ნანახია: 970

დედოფალ ელისაბედის ნაციონალურ პარკში, უგანდაში, ლეოპარდმა სამი წლის ბიჭი გაიტაცა და შეჭამა. ამის შესახებ გამოცემა  The Independent-ი იუწყება.

ინციდენტი საღამოს საათებში მოხდა. ბიჭი მოსამსახურესთან ერთად ედვარდის ტბის სანაპიროსთან მდებარე სანადირო სახლში იმყოფებოდა.

ბუნების დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ქალმა ვერ შეამჩნია როგორ გამოყვა გარეთ ბიჭი. მან ბავშვის ყვირილის ხმა გაიგონა და მის საშველად გაიქცა, თუმცა ლეოპარდი ბავშვთან ერთად სწრაფად მიიმალა.

ხელისუფლებამ სამძებრო სამუშაოების შედეგად დაკარგული ბიჭის თავის ქალას მიაგნო.

ბუნების დამცველთა თქმით მტაცებელს ეძებენ, რადგან ადამიანის ხორცის გასინჯვის შემდეგ ის სხვებისთვისაც საშიში გახდა. ამიტომ აუცილებელია მისი გალიაში მოთავსება.

დედოფალ ელისაბედის ნაციონალური პარკი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ნაკრძალია უგანდაში. პარკში ბინადრობენ სპილოები, კამეჩები, ჰიპოპოტამები, მანგუსტები, შიმპანზეები, ბაბუინები, ლომები, ლეოპარდები, აფთრები, ტურები, ანტილოპები და ცხოველების კიდევ სხვა ათობით სახეობა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე