ფაშინიანი მზად არის ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები გამართოს

საქართველო, თბილისი - 12:58 | 08.05.2018
ნანახია: 1009

სომხეთის პრემიერობის კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითზე  მზად არის აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გამართოს.
მისი თქმით, რევოლუციის გამარჯვება მთიანი ყარაბაღისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ჩვენი მოძრაობა საფრთხეს არ უქმნის არცახს (მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება), პირიქით მის წინაშე ახალ შესაძლებლობებს ქმნის. რევოლუცია მიგვიყვანს დე-იურემდე, არცახის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის აღიარებამდე“, - განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე.

დღეს სომხეთის პარლამენტი პრემიერის კანდიდატურას კენჭს უყრის, ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციონერი ნოკოლ ფაშინიანია. 1 მაისს დეპუტატებმა ფაშინიანის არჩევა პრემიერის თანამდებობაზე ვერ შეძლეს, კანდიდატმა საჭირო 53 -ის ნაცვლად, 43 ხმა მიიღო.

მმართველი რესპუბლიკური პარტია ფაშინიანს მხარდაჭერას დაპირდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე