დიმიტრი ქუმსიშვილმა ირანში ვიზიტისას შეხვედრები ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე გამართა
საქართველო, თბილისი - 10:12 | 08.05.2018 ნანახია: 1096
7 მაისს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოჰამად ჯავად ზარიფთან, ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა მინისტრთან მასუდ კარბასიანთან, გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრთან აბას ახუდისთან და ირანის ნავთობის მინისტრთან ბიჟან ნამდარ ზანგესთან.
შეხვედრებზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხები, ენერგეტიკის მიმართულება, ასევე რეგიონულ პროექტებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები. ამდენად, მრავალმხრივი ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და ირანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითრებაში.
მსგავსი ფორმატი ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითრების საკითხების განხილვის წარმოადგენს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთვრობათშორისო კომისია, რომლის ორიგი სხდომის გამართვაზე ვიზიტის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კომისიის მორიგი სხდომა 2018 წლის მეორე ნახევარში ირანში გაიმართება.
ირანის ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსთა მინისტრ მასუდ კარბასიანთან შეხვედრისას, დადებითად შეფასდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების საკითხი. სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ირანს შორის შეადგინა 181 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 38%-იანი ზრდაა, ხოლო ექსპორტმა შეადგინა 76 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 64 პროცენტით მეტია. ასევე აღინიშნა, რომ ზრდადი ტენდენციაა შენარჩუნებული 2018 წლის პირველ კვარტალშიც - სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის ზრდამ, შესაბამისად, 34 პროცენტი და 28 პროცენტი შეადგინა.
ამავე დროს, შეხვედრაზე მხარეებმა ცალსახად გაუსვეს ხაზი, რომ სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიუხედავად, არსებული მონაცემები ორივე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს არ ასახავს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ირანის ბაზარზე განათვსოს ისეთ პროდუქცია, რომლის დიდი რაოდენობით იმპორტს ახორციელებს ირანი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებიდან. ისეთების, როგორიცაა მინერალური წყლები, ხილ-ბოსტნეულის წვენები და კონსერვები, ჩაი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, ტექსტილის ნაწარმი.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოსა და ირანის საბაჟო სამსახურებს შორის, რომელიც ორმხრივ სავაჭრო ბრუნვის ზრდას ხელს შეუწყობს.
ყველა შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობა სატრანსპორტო კორიდორების განვითარებაზე. აღნიშნული კოოპერაცია რეგიონული იქნება და ის შეეხება მეზობელ სახელმწიფოებსაც. ასე მაგალითად, დასასრულს უახლოვდება სარკინიგზო გადასასვლელის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანს და ირანს შორის მიმდინარეობს და მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიურ დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას.
აღინიშნა, რომ ახალი სატრანსპორტო კორიდორების განვითარება არა მხოლოდ გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოსა და ირანს, არამედ ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკების განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის აღნიშნული მარშრუტების ცნობადობას მსოფლიო გადაზიდვებში.
ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრთან აბას ახუდისთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მის უწყებაში შეიქმნა სპეციალური პოზიცია სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით. ირანის მინისტრმა ასევე შესთავაზა ქართულ მხარეს ირანის პორტებში როგორც სპარსეთის ყურეში, ასევე კასპიის ზღვაზე სპეციალური ლოგისტიკური ცენტრების ჩამოყალიბება-განვითარება. თავის მხრივ, ასევე ითქვა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ტვირთბრუნვის ზრდას ირანს, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოებს შორის.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ერთობლივი ქართულ-ირანული საავტომობილო ტრანსპორტის კომისიის სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ ქართველ გადამზიდავებს ირანის ნებისმიერ პორტში შესვლისა და ტვირთვის აღების უფლება ექნებათ.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ქართული მანქანებისთვის ირანში შეძენილ საწვავზე 70 პროცენტიან ფასდაკლებას, რაც გაზრდის ქართველი გადამზიდავების კონკურენტუნარიანობას ირანის ბაზარზე.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის დროს იქნა განხილული, შავი ზღვის სანაპიროზე ირანული ინვესტიციით პეტროქიმიური მრეწველობის განვითარება იყო. ირანის ნავთობის მინისტრთან შეხვედრისას, ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელთაც აღნიშნული გარემოებები იძლევა, რითაც ირანული მხარე დაინტერესდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის გაზრდილ ტურისტულ მაჩვენებელს, რასაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანს შორის 2015 წელს სავიზო რეჟიმის გაუქმებამ. 2017 წელს ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 118 პროცენტით გაიზარდა, მხოლოდ 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ირანიდან 91,000-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 64 პროცენტით მეტია.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















